16 აგვისტოს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-15 20:12:08

16 აგვისტოს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

10:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდება 705 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი.

11:00-დან 15:00 საათამდე - 407 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, სოფ. ცურტავი, ქოლაგირი, ხიდისყური.

11:00-დან 19:30 საათამდე - 326 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუგუთი, კამიშლო, ლოქჭანდარი, საკირე და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 19:30 საათამდე - 700 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აგარაკი, ალექსეევკა და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 15:00 საათამდე - 1129 აბონენტს სოფლებში წერეთელი, ბაილარი, ნორგიული, დიდი ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 16:00 საათამდე - 335 აბონენტს სოფლებში წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში, ხოჯორნი.

11:00-დან 18:00 საათამდე - 460 აბონენტს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეშთაშენი, ახალშენი, იმერა, კიარაკი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 15:00 საათამდე - 1092 აბონენტს სოფლებში ავრანლო, კიზილ-კილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.