ოქროს კონტრაბანდა

2018-08-15 17:40:19

ქუთაისის აეროპორტში, საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს  უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟემ ეჭვის საფუძველზე და ბარგის დათვალიერების მიზნით  61.767 ლარის ოდენობის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინა.

პირებს რომლებსაც არადეკლარირებული ძვირფასეულობა საზღვარზე შემოქონდათ, ოქროს საერთო წონა 592.41 გრამს შეადგენდა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.