momo საშიში თამაში თუ უწყინარი ხუმრობა

2018-08-14 23:52:04

თუ მომხმარებელი სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტოთი და სახელით momo გიმატებთ ეცადეთ არ დაიმატოთ. თუ მაინც დაიმატეთ ეცადეთ მას WhatsApp-ით არ დაუკავშირდეთ. თავდაპირველად საუბარს იწყებს უწყინარი ტექსტებით, მოგიკითხავთ, იწყება თქვენთან კონტაქტის დამყარება, შემდეგ გიგზავნით თქვენ შესახებ პირად ინფორმაციას.

ჩვენთვის დანამდვილებით უცნობია არსებობს თუ არა საფრთხე, აქვე გავახმაურებთ ერთერთი რუსთაველის, 16 წლის ბიჭუნას წერილს რომელიც მან "ინფო რუსთავს მიწერა - "ბავშვებს ურეკავს და აიძულებს ცხოვრება სუიციდით დაასრულოს. მან იცის იმ პიროვნებაზე ვისაც ურეკავს და შეტყობინების სახით საშინელ სიგნალს უგზავნის".

ვიდეო ბლოგერები კი შემდეგს ჰყვებიან - "ყველაფერი დაიწყო ასე, პირს რომელმაც ვირუსულად გაავრცელა სოციალურ ქსელში პოსტი და დახმარება ითხოვა ათასობით ადამიანმა დაურეკა. აღნიშნულმა ადამიანმა ხაკერული გზით მოიპოვა ყველა იმ ადამიანის მობილურზე წვდომა ვინც დაურეკა. შემდეგ დროდადრო უგზავნიდა მისივე გადაღებულ მობილურში არსებულ ფოტოებს და აშანტაჟებდა. აღნიშნული ქმედება დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა, შემდეგ კი შესაბამისმა სამსახურებმა მიაგნეს პირს რომელიც მომოს სახელით წერილებს და ფოტოებს აგზავნიდა და დააკავეს. მას შემდეგ მისი სახელით ფეიქ ექაუნტები იწერებიან".