რუსთავის "ხარები"

2018-08-14 20:36:34

რუსთავის "ხარები" განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას.

"ხარების" რიგებში სიახლეა, მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა რუსთაველი წარმატებული მორაგბე ირაკლი ნატრიაშვილი და მომავალ სეზონს "ხარები"-ს შემადგენლობაში ჩაატარებს.

რუსთავის გუნდი ტრადიციას არ ღალატობს და საკუთარი სკოლის აღზდილ ჭაბუკ მორაგბეებს შანსი მიეცემათ დიდ გუნდში ძალები მოსინჯონ.

დიდი 10 -ის დაწყებამდე რუსთავის "ხარები" ამხანაგურ მატჩსაც გამართავს. ხვალ რუსთავის სტადიონზე გორის "ჯიქს" უმასპინძლებს. დასაწყისი 17:00 სთ.