უბედური შემთხვევა

2018-08-13 21:47:35

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კარიერზე მუშაობისას 60 წლამდე კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

წყარო: imedinews.ge