რას ნიშნავს თავდებობა

2018-08-05 14:36:19

დღესდღეობით, თავდებობა აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ადამიანებს ერთი გაუცნობიერებელი ხელმოწერის გამო ნათესავების ან მეგობრების სესხის დაფარვა საკუთარი ხარჯებით უწევთ.

რას ნიშნავს თავდებობა და რა ფინანსური პასუხისმგებლობა ახლავს თან. რა უნდა იცოდეთ, სანამ ვინმეს თავდები  გახდებით.

თავდები არის პირი რომელიც მსესხებელთან ერთად კისრულობს ფინანსური ვალდებულების შესრულებას.

თავდებობის შემთხვევაში საჭიროა თავდების წერილობითი თანხმობა. თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თავდები ხდება ვალის დაბრუნებაზე ისეთი პასუხისმგებელი პირი როგორიც მსესხებელია. თუ მოვალე ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს კრედიტორი უფლებამოსილია, სესხის პირობის შესრულება თავდებს მოთხოვოს.
იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის ნაცვლად თავდები დაფარავს ვალს, თავდებ პირს უფლება ექნება ვალის დაბრუნება მსესხებლისგან მოითხოვოს.

გაურკვევლობისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესახებ რაც თავდებობის დროს დაგეკისრებათ. გახსოვდეთ, რომ თუ მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვამდებულებას თქვენ მოგიწევთ მოვალეობის შესრულება.

აუცილებელია თავდებში მყოფმა აკონტროლოს რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი. თავდებს უფლება აქვს, მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან.