თბილისში მამაკაცი მოკლეს

2018-08-12 00:03:01

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით მამაკაცი საკუთარი ავტომობილიდან გადმოდიოდა რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს. მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბიზნესმენი იყო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.