შაკიკის წამალი უსაფრთხოდ მიიჩნიეს

2018-08-10 23:51:17

ახალ წამალს ერენუბამი ჰქვია. მედიკოსების თქმით, წამალი მიგრენის პრევენციას ეხმარება და როგორც პრეპარატის მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, პაციენტებს წამლის მიღება სექტემბრიდან შეეძლებათ. ევროკავშირის სამედიცინო სააგენტომ პრეპარატი უსაფრთხოდ მიიჩნია და მხოლოდ იმ პაციენტებს მისცა წამლის გამოყენების უფლება, ვისაც მიგრენის შეტევა თვეში 4-ჯერ მაინც აქვთ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

წამლის მიღებას პაციენტი სპეციალური შპრიცის მეშვეობით, თვეში ერთხელ თავად შეძლებს. მიგრენი, რომელსაც მეორენაირად შაკიკსაც უწოდებენ, თავის ტკივილის სახეობაა, რომელიც ადამიანების 10%-ს აქვს. ის მნიშვნელოვნად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და აქვეთებს მისი ცხოვრების ხარისხს. მიგრენის დროს ადამიანს აქვს საშინელი თავის ტკივილები, ხშირად პირღებინებაც, აღიზიანებს სინათლე და ხმაური.