რუსთავში სპორტული კომპლექსი აშენდება

2018-08-11 19:54:58

რუსთავის სპორტული კომპლექსის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები დაიწყო.

რუსთავის მერმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტული კომპლექსის ასაშენებლად გამოყოფილი ტერიტორია დაათვალიერა.

სპორტული კომპლექსი აღმაშენებლის ქუჩაზე, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტირდება.

შენობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის იქნება განკუთვნილი სივრცეები. კომპლექსში ერთდროულად რამდენიმე სპორტსმენს შეეძლება ვარჯიში.