დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შეძენას მოსახლეობა 13 აგვისტოდან ნახევარ ფასში შეძლებს.
შეღავათები ვრცელდება “სიოფორზე“ “დიაბეტონილსა“ და “ამარილზე“.
აღნიშნული სამი მედიკამენტით მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ. საქართველოში ამ მედიკამენტების მომხმარებელთა რაოდენობა დიდია და მისი შეძენა მოსახლეობისთვის ფინანსურად ყოველთვის დიდი ტვირთი იყო. სწორედ ამიტომ განიხილა პროექტი, რომლის საფუძველზეც მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს.
ცვლილებები ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუკი დღემდე მედიკამენტების მიწოდება ხდებოდა ერთი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, ამიერიდან პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც