ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2 მამაკაცი მოკლეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცები ნინოწმინდაში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები და ბინა იქირავეს. გუშინ საღამოს კი დალიეს და შელაპარაკება მოუვიდათ ერთერთ პირთან, რომელმაც ცივი იარაღით მამაკაცებს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "საქმე გახსნილია, ფაქტზე გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".
პირი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა დაკავებულია.