1 მოკლული და 1 დაჭრილი
2018-08-09 01:41:27

თბილისში, ვარკეთილში, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით მამაკაცებს შორიდ სიტყვიერ შელაპარაკებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება ორი მუხლით 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.