რუსთავის ისტორიული მუზეუმი [photo]

2018-08-08 21:30:43

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.

მუზეუმის ეზოში, აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული რუსთაველი გმირების ფოტოებისა და მათი პირადი ნივთების გამოფენა, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე კი გარდაცვლილი სამხედროების ცხოვრების შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო. საღამო მუსიკალურად რუსთავის კამერულმა ორკესტრმა და ანსამბლმა „ფიროსმანმა” გააფორმა.

ღონისძიებას დაესწრენენ რუსთაველი გმირების ოჯახის წევრები, ქალაქისა ხელმძღვანელი პირები და სამხედრო მოსამსახურეები.