აქლემი მოულოდნელად ავტომობილში აღმოჩნდა [Video]

2018-08-05 18:04:48

შეშინებული აქლემი მანქანაში აღმოჩნდა. ნახეთ ვიდეო

შემთხვევა ინდოეთის პროვინცია რაჯასტანში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით ავტომანქანის მძღოლი აქლემს დაეჯახა, რა დროსაც ცხოველი ავტომობილში გაიხლართა. მძღოლმა მანქანიდან თავის დაღწევა მოასწრო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო აქლემი ავტომობილის სალონში გაიჭედა, მის გამოყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო.
მაშველები აქლემის გადარჩენას 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.