უბედური შემთხვევა რუსთავში

2018-08-08 12:04:45

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში უბედური შემთხვევა მოხდა.

58 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში, ლეღვის ხეზე იყო ასული რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს.