"ოლ სტარში" მონაწილეობას რუსთაველი კალათბურთელები მიიღებენ.

2017-01-27 13:27:20

დასრულდა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ხუთეულების შერჩევა. ხმის მიცემის  პროცედურა სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  მიმდინარეობდა. გამოკითხვის შედეგად შეირჩა სასტარტო ხუთეულები, ხოლო გუნდების დარჩენილი, სათადარიგო მოთამაშეები მწვრთნელებმა დაასახელეს.

ოლ სტარი რეგიონული პრინციპით გაიმართება. ერთ გუნდში თბილისის, ხოლო მეორეში რეგიონის გუნდებიდან შერჩეული კალათბურთელები მოიყრიან თავს. შესაბამისად, დედაქალაქის გუნდში თავი მოიყარეს მოთამაშეებმა დინამოდან, კაკტუსიდან, ოლიმპიდან და მგზავრებიდან, ხოლო რეგიონში - ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და რუსთავის კალათბურთელებმა.

რუსთაველი კალათბურთელებიდან "ოლ სტარზე" ტომი სპანოლო და ჩარლი ლი იასპარეზებენ, ისინი მწვრთნელის მიერ შერჩეულ მოთამაშეებს შორის მოხვდნენ.

 

 

სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 28 იანვარს გაიმართება.