მგზავრების პრობლემები

2018-08-06 11:37:40

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ, რუსთავიდან, თბილისში, დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების სადგურზე პრობლემა იყო. "გაჩერებაზე ათობით მგზავრი იმყოფებოდა და ელოდა მიკროავტობუსს, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე მეტრში მიკროავტობუსები მძღოლებს გაჩერებული ეყენათ, თუმცა ისინი მგზავრთა გადაყვანას არ ახორციელებდნენ" - განაცხადა ერთერთმა მგზავრმა.

მგზავრები რომლებიც აღნიშნული მარშრუტით სარგებლობენ ამბობენ რომ მსგავსი პრობლემა თითქმის ყოველ დილას არის.

ამ დროისთვის მგზავრთა გადაყვანაზე შეზღუდვა არ ფიქსირდება.