ხანძარი რუსთავში [photo]

2018-08-05 22:30:17

ხანძარი რუსთავში, ვახუშტის ქუჩაზე.

არსებული ინფორმაციით უცნობმა პირმა მაშხალა ისროლა, რომელიც ხეს მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა. ხეზე აალება იმდენად სწრაფად მოხდა რომ იყო საშიშროება ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსზე გადასულიყო.

ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.