პატიმარმა სუიციდი სცადა

2018-08-02 20:34:16

პატიმარი, რომელმაც საკანში თვითმკვლელობა სცადა, კლინიკა რუსთავში გადიოდა მკურნალობას.

36 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. სუიციდის მცდელობა დროულად აღკვეთა ციხის ადმინისტრაციამ. მსჯავრდებული კლინიკა რუსთავში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს სადაც 3 დღის მანძილზე მკურნალობას გადიოდა.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში სუიციდის მცდელობის ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს ფაქტზე რეაგირება, რის შემდეგაც პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოხერხდა. უწყების ინფორმაციით მსჯავრდებულმა კლინიკა უკვე დატოვა და ის ისევ #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.