ენერგოომბუდსმენის სამსახურმა კომპანიას 209 რეკომენდაციით მიმართა

2018-08-15 11:33:37

სემეკ–მა რუსთაველებს რუსთავის წყლის მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა ჩამოაწერა.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წელს, რუსთაველებს რუსთავის წყლის მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 94 114 ლარი ჩამოაწერა.

სემეკთან არსებულმა ენერგოომბუდსმენის სამსახურმა კომპანია რუსთავის წყალს 209 რეკომენდაციით მიმართა. კომისიის მონაცემებით, დავების უმეტესობა ხანდაზმულ დავალიანებებსა და კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს შეეხებოდა. როგორც
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ინფო რუსთავს განუცხადა კომისიის გადაწყვეტილებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 94 114 ლარი შეადგინა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მისი უფლებები, შეუძლია, სემეკს ან
ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართოს.

"კომისია ინდივიდუალურად იმსჯელებს ყველა განცხადება/საჩივარზე და მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას"- აცხადებენ
ენერგოომბუდსმენის სამსახურში

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზე.