აზოტიდან თანამშრომლები დღეს კიდევ გაათავისუფლეს (ვიდეო).

2017-01-27 11:30:36

აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ქარხნის ყოფილი თანამშრომები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ, მათი თქმით, ისინი სამსახურიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრასა და გასაუბრებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით აქციის მონაწიეებმა დარბაზში გადაინაცვლეს სადაც მათ, ქარხნის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.