2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, კერძოდ ზოგადი უნარების პირველადი შედეგები ცნობილია.
საქართველოს მასშტაბით მაქსიმალური - 80 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.
რუსთავის მასშტაბით ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი შედეგი - 78 ქულა მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჯონი უბირიამ აჩვენა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ჯონი უბირია ამ შედეგით ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა.
"ვიცოდი, რომ დაახლოებით 75-ს მაინც ავიღებდი. ტესტით კმაყოფილი დავრჩი. მათემატიკური ნაწილი უფრო ადვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გაუმართავ მონაცემთა ანალიზს შეიცავდა.
აბიტურიენტთა უმრავლესობას, როგორც ვიცი ქულები ტესტის სტრუქტურის შეცვლამ დააკარგვინა ყველაზე მეტად. გაზახულის ნაცვლად სასწავლო წლის დასაწყისში უნდა ეცნობებინათ ცვლილების შესახებ და შესაბამისი ტესტებით გამოექვეყნებინათ სავარჯიშოდ."- განაცხადა ჯონი უბირიამ ინფო რუსთავთან საუბარში.
ინფო რუსთავი დაუკავშირდა რუსთავის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს და დაადგინა იმ აბიტურიენტების უმრავლესობის ვინაობა, ვინც ზოგადი უნარების გამოცდაზე 70 ქულაზე მაღალი აიღო. გთავაზობთ მაღალქულიანი აბიტურიენტების ჩამონათვალს. (აღვნიშნავთ, რომ ჩამონათვალი სრულყოფილი არაა და თუ რომელიმე მაღალქულიანი აბიტურიენტი მოცემულ სიაში ვერ მოხვდა, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია როგორც კომენტარის, ისე პირადი შეტყობინების სახით).
ჯონი უბირია - 78 ქულა (მე-4 სკოლა)
გიორგი თაბაგარი - 76 ქულა (24-ე სკოლა)
გიორგი კანაშვილი - 75 ქულა (24-ე სკოლა)
გიორგი ძირკველიშვილი - 75 ქულა (24-ე სკოლა)
ლუკა კახოშვილი - 75 ქულა (24-ე სკოლა)
ლუკა ემრაშვილი - 75 ქულა (24-ე სკოლა)
ვალერი გოგალაძე - 75 ქულა (მე-7 სკოლა)
ზურა მეტრეველი - 74 ქულა ( მე-4 სკოლა )
გიორგი მინდორაშვილი - 74 ქულა (24-ე სკოლა)
ლუკა ჭაავა - 73 ქულა (მე-2 სკოლა)
სანდრო მაისაშვილი - 73 ქულა (მე-2 სკოლა)
თათა სებისკვერაძე - 73 ქულა (მე-2 სკოლა )
ავთო კახიშვილი - 73 ქულა (მე-4 სკოლა)
ბექა სტეფანიშვილი - 73 ქულა (მე-4 სკოლა)
ლანა რატიანი - 73 ქულა (მე-11 სკოლა)
მარიამ ჯიქიძე - 72 ქულა (მე-20 სკოლა)
ლუკა მახაშვილი - 72 ქულა (26-ე სკოლა)
მარიამ ბიჭოშვილი - 72 ქულა (24-ე სკოლა)
ბექა გურგენიძე - 72 ქულა (მე-4 სკოლა)
სოფო ქურდაძე - 72 ქულა (24-ე სკოლა)
ნიკა ზურაბაშვილი - 72 ქულა (მე-16 სკოლა)
ნინი მძელური - 72 ქულა (მე-4 სკოლა)
ნათია გვილავა - 72 ქულა (23-ე სკოლა)
ანი გზობავა - 72 ქულა(მე-20 სკოლა)
ლუკა ლაცაბიძე - 72 ქულა (22-ე სკოლა)
ლუკა ხელაძე - 72 ქულა (მე-9 სკოლა)
კონსტანტინე თავაძე - 71 ქულა (მე-18 სკოლა)
ლუკა ცინცაძე - 71 ქულა (28-ე სკოლა)
ნუცა სიმონიშვილი - 71 ქულა (მე-4 სკოლა)
ნინო მსხვილაძე - 71 ქულა (მე-4 სკოლა)
ნინო ჩიხრაძე - 71 ქულა (მე-4 სკოლა)
მარიამ აბაშიძე - 71 ქულა ( მე-2 სკოლა)
მარიამ კალატოზიშვილი - 71 ქულა (მე-20 სკოლა)
ირაკლი ქუქჩიშვილი - 71 ქულა (24-ე სკოლა)
დიმიტრი არბოლიშვილი - 71 ქულა
კოტე ტუღუში - 71 ქულა (24-ე სკოლა)
ანი გზობავა - 71 ქულა (მე-20 სკოლა)
ბექა წიქარიშვილი - 71 ქულა (მე-11 სკოლა)
ნათია გრიგალაშვილი - 71 ქულა (მე-11 სკოლა)
მარიამ პოღოზაშვილი - 71 ქულა (მე-11 სკოლა)
ლაშა ქოსაშვილი - 71 ქულა
ეკა მაისურაძე - 70 ქულა (მე-4 სკოლა)
ცოტნე ოსიაშვილი- 70 ქულა (სკოლა "რუსთველი")
თამარ გორგიაშვილი - 70 ქულა (მე-4 სკოლა)
ნინო კუპატაძე- 70 ქულა (მე-7 სკოლა)
ქეთევან ბოჭორიშვილი - 70 ქულა (მე-7 სკოლა)
ანა ხვედელიძე - 70 ქულა (მე-16 სკოლა)
ნიკა ნატროშვილი - 70 ქულა (24-ე სკოლა)
ქეთი ძამაშვილი - 70 ქულა (მე-12 სკოლა)
გვანცა ბალუხაშვილი - 70 ქულა (მე-4 სკოლა)
თორნიკე ვარდიაშვილი - 70 ქულა (მე-16 სკოლა)
ბაჩანა ლომიძე - 70 ქულა (მე-2 სკოლა)
ვასილ ურთქმელიძე - 70 ქულა (მე-2 სკოლა)
სალომე შავლიაშვილი - 70 ქულა (მე-2 სკოლა)
მონაცემების მიხედვით, მაღალქულიანი აბიტურიენტების რაოდენობით ჟიული შარტავას სახელობის #4 საჯარო სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის #24 ქართული გიმნაზია ლიდერობენ.
ზოგადი უნარების გამოცდაზე საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტთა 13%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.