რამდენმა პირმა აარიდა თავი სამხედრო გაწვევას

2018-08-02 10:35:14

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის, ინფორმაციით, ის პირები, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს არასაპატიო მიზეზით აარიდეს თავი, გადამოწმდებიან, გადამოწმების შემდეგ მათ მიმართ ჯარიმის ოქმები გამოიწერება და სასამართლოს გზით მოხდება ადმინისტრაციული სახდელის დადება. ფულადი სანქცია 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

"გაწვევის ამ ეტაპზე სასულიერო პირის წევრობის გამო 209 პირიმა გადავადების მოთხოვნით მოგვმართა, აქედან, 205-მა პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურია, ხოლო 4-მა სხვასხვა რელიგიოური გაერთიანების წევრებმა. საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო იანვარში და დასრულდა ივნისის ბოლოს. საშემოდგომო გაწვევა კი ჯერ არ დაწყებულა", - განუცხადა "ინფო რუსთავს" მიხეილ თათარაძემ.