ვიზალიბერალიზაციის პირობების დარღვევის გამო გერმანია საქართველოს 51 მოქალაქეს დაატოვებინეს.
ისინი სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ.
დეპორტირებული მოქალაქეების თქმით, დილის ხუთ საათზე მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ მათთან სახლებში და უთხრეს, რომ გერმანიაში ყოფნის უფლება აღარ ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, ისინი გერმანიაში ძირითადად მკურნალობის მიზნით იყვნენ ჩასულები და მათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ.
გერმანიიდან ქართველების მორიგი დეპორტაცია დაახლოებით 1 თვეშია მოსალოდნელი.