2018 წლის 1 სექტემბრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, როგორია რუსთაველების დამოკიდებულება საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ.
გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობას ახალ რეფორმასთან დაკავშირებით ნაკლებადაა ინფორმირებული. მოსახლეობის ნაწილი ახალ საპენსიო სისტემას დადებითად აფასებს და აცხადებენ, რომ საპენსიო სისტემის გარკვეულ ცვლილებებს უჭერენ მხარს.
რესპონდენტებმა, მთლიანობაში, დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ძირითადი რეფორმისტული იდეის მიმართ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საბაზისო პენსიასთან ერთად, უნდა არსებობდეს დაგროვებითი საპენსიო ფონდი, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, დააგროვონ თანხა საკუთარი თავის პენსიით უზრუნველყოფისთვის.
ახალ რეფორმას, მოსახლეობა სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავს. "ინფო რუსთავი" გთავაზობთ რამდენიმე ადამიანის მოსაზრებას.
"ეს სისტემა თუ ამუშავდა მთელი ცხოვრება ნაწვალებ სასტავს სიბერეშიც არ მიცემენ თავიანთი ნაშრომ ნაღვაწის შერგების საშუალებას.”
"ეს საპენსიო ფონდი ანაბრების ბედს გაიზიარებს"
"ანუ, 40 წლამდე ასაკის ხალხს ჯიბეში ღრმად ჩაუცურეს ხელი და ფული რაც დახვდათ ამოაცალეს. თან ერთჯერადად კი არა, მთელი ცხოვრების მანძილზე"
"ეხლა, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებო, წადით და არჩევნებზე გადაუხადეთ მადლობა ქართულ ოცნებას"
"სადღაც 2.5 მილიონი ვიქნებით დარჩენილი და იმენა ბოლო ნამცეცებს გვითვლიან, რამდენი უნდა ჭამონ არვიცი"
"საეჭვოდ ემთხვევა რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდას"