ოჯახში მოძალადეს ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება

2018-07-27 17:01:14

ოჯახში მოძალადეს  შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარდა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ.
ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს. მისი ამოქმედება მოხდება მაშინ, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება.
როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა უკვე მომდინარეობს და რისკების შეფასება  შესაბამისი  ინსტრუმენტით მოხდება.
“შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე არ შეიძლება მიმდინარეობდეს გამოძიება. შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ მოძალადე არ შეიძლება ამავე საქმეზე არ დააკაონ ხვალ ან იმავე დღეს.“-განაცხადა ლონდა თოლორაიამ

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე საქართველოში ძალადობის უამრავი ფაქტი არის გამოვლენილი.

მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ მოკლულია რამდენიმე ათეული ქალი.