მარნეულში სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს, თუმცა დარჩენილი კერებიდან ცეცხლის გავრცელების საშიშროება ისევ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ხანძრის ლიკვიდაციას შესაძლოა ორი დღე დასჭირდეს.მეხანძრე მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან.
უწყების ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი.
ხანძარი საქართველო-სომხეთის საზღვართან გუშინ საღამოს გაჩნდა. პირველი კადრები სტიქიის ზონიდან საინფორმაციო საგენტო ინფო რუსთავმა გაავრცელა. ნახეთ გუშინ გადაღებული ვიდეო-კადრები