ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავში ავარიული ბაღების გამაგრებას აპირებს.
რუსთავში არსებულ 3 ავარიულ ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგოშვილმა განუცხადა.
უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 800 000 ლარი რეგიონული განვითარების სამინისტრომ რუსთავს უკვე გამოუყო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთავის #8, #25 და #27 ფილიალებს. დაზიანებული შენობების აღდგენის პარალელურად საბავშვო ბაღებში შიდა ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება.
ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა მოესწრება თუ არა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება სასწავლო წლის დაწყებამდე ჯერ უცნობია. იქიდან გამომდინარე რომ ტენდერში გაარჯვებული კომპანია ჯერ არ არის ცნობილი, ხოლო სწავლის დაწყებამდე კი თვენნახევარი რჩება, უნდა ვივარაუდოთ რომ სამუშაოების დასრულება სასწავლო წლამდე ვერ მოხდება.