ხანძარი მე-16 მიკრორაიონში [photo]

2018-07-30 12:53:28

რუსთავში მე-16 მიკრორაიონის პირველ კორპუსის მეორე სართულზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. დამწვარია ბინის აივანი და კარ-ფანჯარა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა. კვამლი აივანზე მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახურს აცნობეს.
ცეცხლი დროულად იქნა ლიკვიდირებული. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.
შემთხვევის  შედეგად არავინ დაშავებულა.