"გენიალურ პროექტს ამუშავებს გზების დეპარტამენტი, ეს პროექტი იქნება ისტორიული. უხვი ნალექის შედეგად რუსთავის გარკვეული უბნები აღარ დაიტბორება" - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა "ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტს, ქალაქში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების თემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ილია ბეგიაშვილის განცხადებით, პროექტისთვის 200 000 ლარი უკვე გამოიყო.
" რუსთავში წყალი ორი მხრიდან შედის, ერთი იაღლუჯიდან ერთი კი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ავტობაზრობის ტერიტორიიდან ჩამოსული უხვი ნალექი ქალაქში აღარ შევა, პროექტის განხორციელების შემდეგ წყლიას მტკვარში ჩადინება მოხდება. რაც შეეხება იაღლუჯიდან ჩამოსულ ნალექს, ეს კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს, და ამაზეც ვმუშაობთ" -განაცხადა ბეგიაშვილმა.
უხვი ნალექის შედეგად რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსული წყლის შედეგად მე-17 და მე-19 მიკრორაიონები იტბორება, რობლემაა ასევე შარტავას გამზირზეც.