"ვირთხები სადარბაზოებში დარბიან, ზოგი დაიხოცა და საშინელი სუნი დგას“

2018-07-29 23:59:25

თეა თანდიაშვილის წერილი ინფო რუსთავს.

"გამარჯობათ. იქნებ რუსთავის მერიას ხმა მიაწვდინოთ, ბუნკერების დალუქვის შემდგომ საშინელი ანტისანიტარიაა, ვირთხები სადარბაზოებში დარბიან ზოგი დაიხოცა და საშინელი სუნი დგას გარეთ"- აღნიშნულის შესახებ ინფო რუსთავს მე-12 მიკრორაიონის ერთ-ერთი მცხოვრები წერს.

"მე-12 მიკრორაიონში, კონკრეტულად კი მე-19 კორპუსში საშინელი სიტუაციია, განსაკუთრებით რთული ვითარებაა მე-3 სადარბაზოში. ბუნკერების დალუქვის შემდგომ საშინელი სუნია. სადარბაზოებში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვირთხები დარბიან. მოსახლეობა ლიფტებით სარგებლობასაც ვერ ახერხებს. ბუნკერები ერთი კვირის წინ გააუქმეს და მას შემდეგ ამ დღეში ვართ, იქნებ დაგვეხმაროს ვინმე"- წერს თეა თანდიაშვილი.