თბილისის ზღვაში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს.
უწყების ინფორმაციითვე, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები.