რუსთავში, თბილისის ქუჩის შუა გამყოფი ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ტერიტორიას ბალახისგან "რუსთავსერვის ცენტრის" წარმომადგენლები ასუფთავებენ. მოთიბვა სპეციალური ტექნიკით ხდება. სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაზონებიც წესრიგდება.
აღნიშნულ სამუშაოებს, "რუსთავსერვის ცენტრი" სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე აწარმოებს. სამუშაოები ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი რუსთავის მერიის სამსახური "რუსთავსერვის ცენტრია"