"მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს"

2018-07-29 15:13:12

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია საქართველოში გავრცელებულ საშიშ ვირუსზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს:

პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც ინფო რუსთავი უცვლელად გთავაზობთ.

"მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები; მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას - დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში...
ინფექციებში და ეპიდემიოლოგიაში ჩემთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა და მეგობარმა, პაატა იმნაძემ გამახსენა, რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემიაა ჩვენთან ახლა, ეშერიხია.

კოლის სწორედ ის შტამებია გამომწვევებიო.


პროფილაქტიკა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში, სამწუხაროდ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!!
პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს!! მოეკიდეთ სერიოზულად, სამწუხაროდ, ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ, თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული.
პ.ს. გამოქვეყნების შემდეგ: ბევრმა გააზიარა, უცნაური კომენტარებიცაა ზოგიერთგან და მგონი, აუცილებელია დავწერო ჩემი სამუშაო ადგილი:
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი".

ამის შესახებ მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძეს:
"ეს ნაწლავური ინფექციაა და სისხლიანი განავალი თუ არის, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს! ჩვეულებრივი მკურნალობის
პერიოდში არაფერი პრობლემა აღარ არის! თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, შეიძლება გამწვავდეს თირკმელების უკმარისობით! ხან სალმონელაა, ხან შიგელა, ხან ეშირიხია. აუცილებელია პროფილაქტიკა და ჩვეულებრივი ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვა!"- აცხადებს იმნაძე.