საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საუდის არაბეთის მოქალაქეები, მამა-შვილი დახრჩობას გადაარჩინეს.
35 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა ბათუმში, ზღვაში სკუტერით სეირნობისას ამობრუნდნენ და წყალში ჩავარდნენ.
ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.