ახალი კანონის მიღების შესაბამისად, რეგისტრაციის გარეშე მოძრავ ტაქსებთან ერთად 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსების მანქანით მომსახურებაც აიკრძალება.
მარჯვენა საჭიანისა და ორ კარიანი ტაქსის ავტომობილის აკრძალვასთან ერთად ასევე შეზღუდვები გატარდება ტაქსის ფერსა და ვიზუალზეც. დედაქალაქში მხოლოდ ერთი ფერისა და ერთი ვიზუალის ტაქსები მოემსახურება ხალხს.
თუ როგორი ფერის ტაქსები ივლიან ქალაქში, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დადგინდება.
მიმდინარე წლის 12 თებერვალს თბილისის მერმა განაცხადა, რომ ტაქსებისათვის ახალი რეგულაციები დაწესდება . ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, მათ ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. ტაქსების რეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისს წარადგინა.