რუსთავში ყვითელი ავტობუსიდან ქალი ჩამოვარდა. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს მან დაინახა, რომ ქალი ავტობუსის წინ ასფალტზე იყო დავარდნილი და მის გარშემო რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, დაზარალებული ქალი კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც კლინიკა რუსთავში ინფო რუსთავს განუცხადეს, დაზარალებულს თავის ზედაპირული ტრავმა აღენიშნება. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება.