საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა შავი ზღვიდან, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
ტურისტები, სანაპიროდან 5 კმ-ში, კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.