მერია "ინტერტრანსს" შეამოწმებს

2018-07-27 21:44:15

რუსთაველმა მგზავრებმა პეტიციის შემდეგ მერიაში ირაკლი ტაბაღუას სახელზე იგივე შინაარსის წერილი შეიტანეს და მერს რეაგირება მოსთხოვეს.

მერიის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მართვის სამსახურში აცხადებენ რომ კომპაია "ინტერტრანსი"-ს საქმიანობას ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების საფუძველზე ხშირად ამოწმებს - "რუსთავი-თბილსის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ  ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა. მოკვლევის შედეგად კომპანია ინტერტრანსი ათჯერ დაჯარიმდა."

თვითმმართველობაში შესული წერილის საფუძველზე გამოიცა ბრძანება რათა რუსთავის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინები შემოწმდეს ყველა ის საკითხი რასაც მგზავრები ითხოვენ და გაირკვეს არღვევს თუ არა კომპანია შეთანხმებას.

კომპანია ინტერტრანსში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.