საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს - "მაშველებმა სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.
შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 26 ივლისს, 15:28 საათზე შემოვიდა
ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში"