ათობით მგზავრი უკან ვერ ბრუნდება

2018-07-26 21:48:20

"ინფო რუსთავს" თბილისში მყოფი რუსთაველი მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ შინ ვერ ბრუნდებიან.

მათი ინფორმაციით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით მგზავრი მიკროავტობუსის მოლოდინში იმყოფება თუმცა ტრანსპორტი არსად ჩანს.

მსგავსი შემთხვევები არის რკინიგზის სადგურზე არსებულ გაჩერებაზე.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ მგზავრების შეფერხებით გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.