მთვარის დაბნელება

2018-07-26 21:40:28

27 ივლისს მთვარის დაბნელებაა. ეს მოვლენა 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება. მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა, ანუ ციური სხეულები გარკვეულ რიგში განლაგდებიან.

ეს ასტრონომიული მოვლენა - პირველიდან ბოლო ფაზამდე სულ 3 საათს და 55 წუთს გაგრძელდება. სწორედ ეს დრო დასჭირდება მთვარეს დედამიწის ჩრდილის სრულად გადასალახად.

სრულად დაბნელების ნახვა ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ავსტრლიის ყველა ნაწილში შეიძლება, ანუ ყველგან ჩრდილოეთ ამერიკის გარდა. ამ მოვლენაზე დაკვირვებისათვის ტელესკოპი საჭირო არ არის, მაგრამ დურბინდი გამოგადგებათ.

მოსახლეობის ნაწილი მასზე დაკვირვებას 1 საათსა და 43-ზეც შეძლებს.მთვარის სრული დაბნელების ფაზა თბილისის დროით 28 ივლისს 00:21 სთ-ზე დაიწყება.