ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-მცეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე [video]
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად გზის სავალი ნაწილის პარალელურად არსებულ ბეტონის ჯებირს დაეჯახა, ხოლო შემდეგ ხიდის მოაჯირს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.