"მომავლის პროექტი სამხრეთ კავკასია"

2018-07-26 19:52:15

"მომავლის პროექტი სამხრეთ კავკასია" - პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან წარჩინებული მოსწავლეები ეწვივნენ. მათთან ერთად პროექტში ჩართული არიან ქართველი მოსწავლეებიც. პროექტის ორგანიზატორი გოეთეს ინსტიტუტია.

გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებლები ახალგაზრდებს უტარებენ გერმანული ენის გაკვეთილებს, აწყობენ სხვადასხვა აქტივობებს და ვორქშოპებს.

"პროექტის მიზანია ევროპულად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბება, ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა პოლიტიკა, სიყვარული, ოჯახი, კულტურა, ხელოვნება და სპორტი. პროექტის ფარგლებში დავათვარიელეთ თბილისში არსებული ღირშესანიშნაობები", - განაცხადა ინსტიტუტის წარმომადგენელმა.