ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2018-07-26 13:26:57

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მეორეს კი ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში გულ-ფილტვის რენიმაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.