ექიმებს ხელფასი გაეზრდებათ

2018-07-26 11:27:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცვლილებების შესახებ ისაუბრა. პრემიერმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აქცენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის ხელფასების გაზრდაზე გააკეთა: „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც ჩვენ 20-30%-ით გავუზრდებათ ხელფასებს რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. ამ მოქალაქეებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად.“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ