ჭირისუფალს ერთი გარდაცვლილის დაკრძალვა 60 ლარი დაუჯდება. საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ლიმიტირებული გახდა მიწის შეძენაც, მოქალაქეს, მიცვალებულისთვის განკუთვნილი მაქსიმუმ 4 ადგილის შეძენა შეეძლება. თითო ადგილის ღირებულება 50 ლარია. გარდაცვალების რეგისტრაციის ღირებულება კი 10 ლარი.