რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა დაათვალიერეს.
ერთ-ერთი პროექტი, რომელიც რუსთავში მიმდინარე წელს დასრულდება მე-11 მ/რ-ში სოციალური საცხოვრისის მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობის პროცესს ირაკლი ტაბაღუა და გრიგოლ ნემსაძე ადგილზე გაეცნენ. სოციალური საცხოვრისის მსენებლობის დასრულების შემდეგ, მერია 52 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს შეასახლებს. პროექტი 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩაბარდეს.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები გორის და მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტში საავტომობილო გზის მშენებლობასთან ერთად სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაც დევს.
"ვიმყოფებით რუსთავის მუნიციპალიტეტში და დავათვარიელეთ ინფრასტრუქტურული ადგილები. მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისათვის ასევე სატვირთო ავტომობილებისთვის რადგან მოგეხსენებათ ეს არის შემოვლითი გზა. ქუჩაზე სამუშაოები ნორმანულად მიმდინარეობს. ასევე დავათვალიერეთ მე-11 მ/რ-ში, საცხოვრისის მშენებლობა. შენების პროცესი კარგად მიმდინარეობდა სავარაუდოდ ვადაზე ადრე დასრულდება. კიდევ მოვინახულეთ გორის ქუჩა. მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა გზის მოწყობას საკმაობ საფუძვლიანად კეთდება სანიაღვრე სისტემაც და პროექტი ვადის ამოწურვამდე დასრულდება“ „ინფო რუსთავთან“ ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ განაცხადა.
რუსთავის მერის განცხადებით ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ყველა იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობა წინასაარჩევნოდ მის მოწესრიგებას ითხოვდა.
„როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიებთან გარკვეულ ვადაში იყო მოთხოვნილი. შესაბამისი სამსახურები გარკვეულწილად ყოველ დღიურ რეჟიმში ამოწმენებ გეგმა გრაფიკით მიმდინარე სამუშაოებს. არის პატარ-პატარა გადაცდომები, მაგრამ აქვს მიზეზიც როგორც სუბიქტური ასევე ობიექტურიც. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ დაწყებული პროექტები რომელიც გამოაცხადა რუსთავის მუნიციპალიტეტმა,მივიდეს ბოლომდე, იგივე ხარისხით და პირობებით როგორც ტენდერის პირობებში ეწერა“ -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა. თუმცა გარკვეული ოდენობის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იხარჯება.სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადებში დასრულდება.