26 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-07-25 17:08:19

26 ივლისს, რუსთავის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩას, მე-11 და 21-ე მიკრორაიონებს.


განცხადების საფუძველზე რომელსაც კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს წერია, რომ  ელ.ენერგია 12:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შეზღუდული.

მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.