ორსახიანი ბავშვი დაიბადა [video]

2018-07-25 16:35:57

ინდონეზიაში ორსახიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. ბიჭი სახელად გიმან ენდიკი ქალაქ ბატამში დაიბადა. 2 თვის ბავშვს ერთი სხეული, ორი ხელი და ორი ფეხი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ტყუპი დედის მუცელში ბოლომდე ვერ განვითარდა, მისი თავი დეფორმირებული გახდა. ბავშვის გაერთიანებულ თავში ორი ტვინია. გიმან ენდიკის მშობლების თქმით, ორსულობის პერიოდში არც მათ და არც ექიმებს უცნაური არაფერი შეუმჩნევიათ. ექიმები აღნიშნავენ, რომ ასეთი პათოლოგია 250 000 შემთხვევიდან ერთხელ ხდება. ოპერაციის შედეგად ბავშვს უნდა ჩამოეჭრას ერთი სახისა და ტვინის ნაწილი. ნახეთ ვიდეო